www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

2013-08-30
გოგი ბუკიას სახელობის ტურნირი დაიწყო
30 აგვისტოს  ქ. ხობის კულტურის სახლის ფოიეში დაიწყო  შესანიშნავი მოქალაქისა და ნარდის დიდი ქომაგის, ჟურნალისტ გოგი ბუკიას, მემორიალური ღია საერთაშორისო ტურნირისათვის შესარჩევი ტურნირი ნარდში, რომელიც ხობის მუნიციპალიტეტის  გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით და განათლების, კულტურისა და სულიერების აღორძინების, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ - „ხობის“ პრეზიდენტის, გოდერძი ბუკიას ინიციატივით ტარდება.  შეჯიბრი სამი დღე გაგრძელდება და  ტარდება ნარდის საერთაშორისო წესდების შესაბამისად.  ტურნირში მონაწილეობს  64 მოთამაშე  (32 წყვილი). ტურნირის  მსაჯები  არიან ვლადიმერ გერგაია და  მერაბ კიტია. 
      ტურნირის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა, გამგებლის მოვალეობის  შემსრულებელი გოჩა ქაჯაია და  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. 
      საქველმოქმედო ფონდ „ხობის“  ინიციატივით, 2008 წლიდან, გოგი ბუკიას მემორიალური ტურნირი შეტანილია საერთაშორისო გათამაშებების ცხრილში და მას ორგანიზებას უწევენ ნარდის საერთაშორისო ორგანიზაციები. მეორე წელია რაც გოგი ბუკიას სახელობის  ტურნირი ნარდის მსოფლიო ფედერაციის ეგიდით იმართება  (პრეზიდენტი მარკო ფორნასირი _ იტალია). წელს ტურნირის თანაორგანიზატორია საქართველოს ნარდის ფედერაცია (პრეზიდენტი _ კახაბერ ნაჭყებია). ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტში 2 სექტემბერს დასრულდება, გამარჯვებულები  დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით ხოლო პრველ ადგილზე გასული მოთამაშე   4-8 სექტემბერს ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ გოგი ბუკიას მეშვიდე მემორიალურ ღია საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს.

2013-08-30
გამგებელი მუნიციპალიტეტის რწმუნებულებს შეხვდა

     დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა ქაჯაია,  მუნიციპალიტეტის რწმუნებულებს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო - ზოგადი მიმოხილვისა და სამომავლო საქმიანობის ეფექტურად დაგეგმვის კუთხით გამგებლის მოსაზრებების რწმუნებულებისთვის გაზიარების შემდგომ  ისაუბრეს სოფლის პროგრამებზე, დასახლებებში არსებულ სწრაფად მოსაგვარებელ პრობლემების გადაჭრაზე და ზოგად  სამომავლო გეგმებზე. უახლოეს მომავალში გამგებელი მუნიციპალიტეტის თითოეულ ადმინისტრაციულ  ერთეულში  გასვლას და მოსახლეობასთან შეხვედრებს გეგმავს.

2013-08-30
სამინისტროს წარმომადგენლებმა სკოლებში სარემონტო სამუშაოები დაათვალიერეს
    დღეს, 30 აგვისტოს ქ. ხობის N1 საჯარო სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დასათვალიერებლად იმყოფებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის წარმომადგენლები, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე  მამუკა ქარდავა და ხობის საგანამანათლებლო რესურსცენტრის უფროსი  ხათუნა გერგაია. ხობის მუნიციპალიტეტის ცხრა საჯარო სკოლაში მიმდინარეობს სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც  ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია ასრულებს. ტენდერი გამოცხადებულ იქნა განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს მიერ.
     წელს ხობის N1, ხობის N2, პატარა ფოთის, ბიის, საჯიჯაოს N2, ხეთის, ზემო ქვალონის, ნოჯიხევის N2, პირველი მაისის საჯარო სკოლებს სარეაბილიტაციო სამუშაობისათვის გამოეყოთ 461 700 ლარი. ახალ სასწავლო წელს ზემო აღნიშნული სკოლები განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდებიან.