www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

2013-06-07
7 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა

 

   ავღანეთში ქართულ ბაზაზე მომხდარი თავდასხმის  შედეგად შვიდი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, რომლებიც   საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ.

   ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა  ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან  დაკავშირებით და  უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს.

2013-06-07
ფინალური მატჩი მაგიდის ჩოგბურთში

 

    4 - 7 ივნისს ქ. ხობში, კულტურის სახლის ფოიეში  ჩატარდა ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა მაგიდის ჩოგბურთში. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ ხობის, თორსის, ხეთის, პირველი ხორგის, გურიფულის, ქარიატის, ახალსოფლის, შუა ხორგის, ქვემო ქვალონის, ნოჯიხევის, საჯიჯაოსა და ახალი ხიბულის წარმომადგენლები.

    სამოცამდე მონაწილე ოთხი დღის განმავლობაში ეჯიბრებოდა ერთმანეთს. შეჯიბრი ინდივიდულურ პირველობებში გოგონათა და ჭაბუკთა შორის მიმდინარეობდა.

    გოგონათა შორის მესამე ადგილი დაიკავა მარიამ შონიამ (ნოჯიხევი). ფინალში ერთმანეთს შუა ხორგელები დაუპირისპირდნენ. ქრისტინა ბერაიამ დაძაბულ ორთაბრძოლაში 3:2 დაამარცხა თამუნა თითმერია, რის შედეგადაც გადაინაწილეს პირველ-მეორე ადგილები.

    მამაკაცებში მესამე ადგილი შუა ხორგელ თემურ თითმერიას ერგო, მეორე ადგილზე ნოჯიხეველი გოჩა სიჭინავა გავიდა. პირველი ადგილი მოიპოვა  ანრი მამფორიამ.

    პრიზიორები და ჩემპიონები შესაბამისი ხარისხის სიგელებითა და თასებით დაჯილდოვდნენ. დაჯილდოების ცერემონიალს უძღვებოდნენ გამგებლის მოადგილეები ბადრი ჯობავა და მახარე ჩოკორაია, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ფერიდე გოგია, ხობის მუნიციპალიტეტის რწმუნებული ქვემო ქვალონის თემში გია გვაძაბია და შეჯიბრის  მთავარი მსაჯი ვლადიმერ გერგაია. ტურნირის მსვლელობას კურირებდა მთავარი სპეციალისტი სპორტის საკითხებში ლევან ლემონჯავა.

    შეჯიბრი ჩატარდა და დაფინანსდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის პროგრამის ფარგლებში. დაჯილდოების დასაწყისში ტურნირის მონაწილეებმა, გულშემატკივრებმა და ორგანიზატორებმა, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ავღანეთში დაღუპული შვიდი ახალგაზრდა ვაჟკაცის ხსოვნას.

2013-06-07
ანიმაციური ფილმის ჩვენება მოსწავლეთა სახლში

 

    დღეს, 7 ივლისს, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში, სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელთათვის მოეწყო ანიმაციური ფილმების ჩვენება, სადაც პატარებმა იხილეს  ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალ „თოფუზში“ გამარჯვებული პროგრამიდან შერჩეული მულტფილმები.  გარდა ამ ჩვენებისა, 7 და 8 ივნისს მოეწყობა ვორქშოპი, მიფასი ანიმაცია, რომლის ფარგლებში პატარები შეისწავლიან ანიმაციური ფილმის წარმოების პროცესს.

    მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ნორჩ მხატვართა წრის წევრებმა გელა გულუამ, დიმიტრი იოსავამ, ფრიდონ კვირიკაძემ, მარიამ, ანი და ლუკა მირგატიებმა პროექტთან დაკავშირებით, დღის პირველ ნახევარში პროფესიონალი ანიმატორების დახმარებით  შეთხზეს ისტორიები  და შეუდგნენ ხატვას, რომელიც ორი დღის ვადაში უნდა დაასრულონ. ნახატები წარდგენილი იქნება ანიმაციური ფილმების ფესტივალზე და ამ ფესტივალის პროგრამიდან შერჩეული ფილმების ჩვენება მოხდება მომავალ წელს რეგიონებში.

    ანიმაციური ფილმების ჩვენებას და პატარების წამახალისებელი გათამაშების მსვლელობას ხელმძღვანელობდა ანიმაციური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ზურაბ დიასამიძე. აქტიურობისა და კითხვებზე სწრაფად გაცემული პასუხების მიხედვით პატარები მათე გერგაია, ბარბარე სოსელია და ლუკა გაბისონია დაჯილდოვდნენ ანიმაციური ფილმის  დისკებით. ჩვენება გაიმართა „ანიმაციის განვითარების ფონდის“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრისა და კულტურის ცენტრის ხელშეწყობით.