www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

2020-11-09
განცხადება სკოპინგის ანგარიშის განხილვის შესახებ

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: სახიფათო ნარჩენების პირდაპირი ან/და წინასწარი დამუშავების შემდეგ განთავსება;

 დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ბილჯ ვოტერ“;

 დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეული;

 საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

საჯარო განხილვის დრო: 2020 წლის 18 ნოემბერი, 14:00 სთ.

საჯარო განხილვაზე დასწრების ბმული:

Zoom meeting ID -  885 9298 1676

Join Zoom Meeting - https://us02web.zoom.us/j/88592981676

 ვინაიდან საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში სხვადასხვა პერიოდში მოქმედებს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, 2020 წლის 18 სექტემბერს ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში” განხორციელდა ცვლილება (https://matsne.gov.ge/d_o_c_u_m_e_n_t_/view/4994730?publication=0 ), რომელიც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პანდემიის/ეპიდემიის დროს, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საჯარო განხილვის დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების შესაძლებლობას.

 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართება დისტაციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. საჯარო განხილვები ღიაა, მათში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

 საჯარო განხილვებში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, უზრუნველყოთ კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების Zoom-ის აპლიკაციის დაყენება. აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს ავტომატურ რეჟიმში, შეხვედრის ელქტრონულ ბმულზე გადასვლის შემდგომ. აპლიკაციით სარგებლობა შესაძლებელია როგორც სმარტფონით, ასევე პერსონალური კომპიუტერითა და ლეპტოპით.

 დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის  განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 19 ნოემბრამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე : eia@mepa.gov.ge 

სკოპინგის ანგარიშის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29200

2020-11-09
სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
ხობის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება.სპეციალური ხსნარით დამუშავდა ახალი ხიბულის N1 და ქალაქ ხობის N2 საჯარო სკოლები.სადეზინფექციო სამუშაოები კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.
2020-11-09
2020-11-9--46-18_pm