www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

2020-05-09
მერმა, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ედიშერ ჯობავამ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნასპატივი მიაგეს  და ყვავილებით შეამკეს ხეთის საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ეზოში - ,,ხსოვნის  ველზე“  მდებარე სიმბოლური საფლავები.
მერი და საკრებულოს თავმჯდომარე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, კაპიტონ ცხადაიას სახლში ეწვივნენ, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს, დიდხანს სიცოცხლე უსურვეს და სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას საჩუქარი გადასცეს.
 კაპიტონ ცხადაიას პირად ანგარიშზე ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 ლარი ჩაერიცხა. 
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ერთჯერად ფულად დახმარებას 600 ლარის, ხოლო, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახები - 300 ლარის ოდენობით მიიღებენ.