www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

2020-05-01
ხობის ქუჩების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება გრძელდება (ვიდეო)
ახალი კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქ ხობში ქუჩების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავების პროცესი გრძელდება.
დღეს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდებული სპეციალური ხსნარით 9 აპრილის ქუჩა, ავტოსადგურის და ბაზრის მიმდებარე ტერიტორია მოირეცხა.
სადეზინფექციო სამუშაოები შპს ,,ხობი დასუფთავება და განათებამ“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ერთობლივად განახორციელეს. 
სამუშაო პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია გაეცნენ.
#StopCov-19

2020-05-01
“ევექსის” ხობის ჰოსპიტალში დეზინფექცია ჩატარდა

ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ხობის ჰოსპიტალში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

  სამუშაო პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია გაეცნენ.
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებს, ადმინისტრაციულ შენობებს, ბიბლიოთეკებს, სასოფლო ამბულატორიებს, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებს, საბავშვო ბაღებს, სკოლებს, სახელოვნებო დაწესებულებებს, ცოტნე დადიანის ქუჩას და ტროტუარს.
სადეზინფექციო სამუშაოები დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ტარდება.