www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

2020-03-30
საბავშვო ბაღებში კვების პროდუქტების გაცემა დაიწყო

ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში კვების პროდუქტების გაცემა დაიწყო. პროდუქტების პაკეტს, ხობის მუნიციპალიტეტის 25 საბავშვო ბაღის 1149 აღსაზრდელი მიიღებს.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,პროდუქტები გრაფიკის მიხედვით გაიცემა, ხოლო მოქალაქეთა შორის დისტანციის დაცვას, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები და მოხალისეები უზრუნველყოფენ.
პროდუქტების გაცემის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, მოადგილე მახარე ჩოკორაია და საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია გაეცნენ.
საბავშვო ბაღებში სამომხმარებლო პროდუქტის გაცემა გაგრძელდება და აღსაზრდელები ახალ პაკეტს ორ კვირაში ისევ მიიღებენ.

Facebook

2020-03-30
სოცილურად დაუცველ 1000 ოჯახს პროდუქტები გადაეცემა

ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 1000 ოჯახი საკვები პროდუქტების პაკეტს მიიღებს.
სამომხმარებლო პროდუქტების შესაძენად ადგილობრივ ბიუჯეტიდან 50 000 ლარამდე დაიხარჯება.
ხობის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები სოციალურად დაუცველ ოჯახებს პროდუქტებს სახლში მიუტანენ.