ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. გზის მშენებლობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და მოადგილე მახარე ჩოკორაია გაეცნენ.
სარეაბილიტაციო გზა მთლიანად ამორტიზებული იყო, რაც ხელს უშლიდა როგორც ტრანსპორტის, ასევე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო და თავისუფალ გადაადგილებას.
4.4-კილომეტრიანი გზის მშენებლობაზე 1 მილიონ 425 ათას ლარამდე (მეორე ეტაპი - 625 000) დაიხარჯება და სოფლის მოსახლეობას კეთილმოწყობილი გზით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.
ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დასრულდა. ინფრასტრუქტურული პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. რეაბილიტირებული გზა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ლუდუკ ხასიამ და ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ დაათვალიერეს. პროექტის შესაბამისად მოეწყო ეზოებში შესასვლელები, სანიაღვრე არხები, გზაზე დაიგო ასფალტის საფარი. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 2,5 მილიონ ლარს შეადგენს (პროექტი გარდამავალია). სამუშაოზე დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა. გზა, რომელიც სოფელს სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო მაგისტრალთან აკავშირებს, წლების განმავლობაში ამორტიზირებული იყო და მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემებს უქმნიდა
Facebook