www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

2020-03-23
მოხალისეებს ტრენინგი ჩაუტარდათ
ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის მცირე დარბაზში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებმა, მოხალისეთა ჯგუფის წევრებს კორონავირუსის პრევენციის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარეს და საინფორმაციო ბუკლეტები გადასცეს. ხობის მუნიციპალიტეტში, ახალი კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფი, რომელშიც 15 მოქალაქეა გაერთიანებული. მოხალისეებს, ასევე გადაეცათ სპეციალური ეკიპირება, ნიღბები და ხელთათმანები. მოხალისეთა ჯგუფის წევრები მოქალაქეებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს აცნობენ და საინფორმაციო ბუკლეტებს ურიგებენ, ბანკომატებთან მოქალაქეთა შორის დისტანციის დაცვას უზრუნველყოფენ, ხანდაზმულ მოქალაქეებთან და მრავალშვილიან ოჯახებთან კი საკვები პროდუქტები და მედიკამენტები მიაქვთ.
 
2020-03-23
კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა ახალი კორონავირუსის პრევენციის კუთხით ხობის მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას გაეცნო. ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ედიშერ ჯობავამ რწმუნებულის მოადგილეს, ხობში კორონავირუსის პრევენციის მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე მიაწოდეს ინფორმაცია. დღევანდელი მონაცემებით, ხობის მუნიციპალიტეტში, საზღვარგარეთიდან ჩამოსული 37 პირი არის თვითიზოლაციაში. აღნიშნული მოქალაქეები შესაბამისი სამსახურების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. შეხვედრას მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, მოადგილე მახარე ჩოკორაია და მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსი შოლინა კანკია ესწრებოდნენ.
Facebook

2020-03-23
მოხალისეებმა ბენეფიციარებს საკვები მიუტანეს

ხობის მუნიციპალიტეტში, ახალი კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში შექმნილი მოხალისეთა ჯგუფის წევრებმა უპოვართა სახლის იმ ბენეფიციარებს, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ, სახლში საკვები მიართვეს. მოხალისეთა ჯგუფის წევრები „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ წარმომადგენლებთან ერთად, მოქალაქეებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს აცნობენ და საინფორმაციო ბუკლეტებს ურიგებენ, ხანდაზმულ მოქალაქეებთან და მრავალშვილიან ოჯახებთან კი საკვები პროდუქტები და მედიკამენტები მიაქვთ.
#StopCov