www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

2020-03-20
ხობში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
დეზინფექცია ჩაუტარდა მრავალ ბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებს, ადმინისტრაციულ შენობებს, ბიბლიოთეკებს, სასოფლო ამბულატორიებსა და დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებს.
7-11 მარტს, სპეციალური ხსნარით დამუშავდა საბავშვო ბაღები, სკოლები და სახელოვნებო დაწესებულებები.
სადეზინფექციო სამუშაოები კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ტარდება.
facebook
 
2020-03-20
მერი ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობდა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის ინიციატივით, „ბავშვის უფლებათა კოდექსთან” დაკავშირებით ონლაინ კონფერენცია გაიმართა. სოფიო კილაძემ კოდექსის მიზნებზე, რეგულირების სფეროზე და მუნიციპალიტეტის მერიის როლზე ისაუბრა. ბავშვის უფლებათა კოდექსის ვალდებულებების შესრულების მიზნით მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა შეიქმნას სტრუქტურული ერთეული, რომელიც შეასრულებს ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ფუნქციებს. კონფერენციაში მუნიციპალიტეტების მერებთან და სახელმწიფო რწმუნებულებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია მონაწილეობდა. „ბავშვის უფლებათა კოდექსის” მიზანია ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობით.

2020-03-20
სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს კვების პროდუქტები გადაეცემათ

ბიზნესმენმა კორნელი კემულარიამ, ინდივიდუალურმა მეწარმემ „სერგო ბერაიამ“ და შპს „პულსმა“ სხვადასხვა დასახელების კვების პროდუქტი (სიმინდის ფქვილი, ღერღილი, ზეთი, შაქარი, პურის ფქვილი, მარილი) ხობის მუნიციპალიტეტში, ახალი კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში შექმნილი მოხალისეთა ჯგუფის წევრებს გადასცეს. საკვები პროდუქტები ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ (ხანდაზმულ) 66 მოქალაქეს გადაეცემა. პროდუქტების ადგილზე მიტანას მოხალისეთა ჯგუფის წევრები უზრუნველყოფენ. სოციალური ქსელის მეშვეობით მიმდინარე კამპანიაში მოქალაქეები აქტიურად მონაწილეობენ და თავიანთ მხარდაჭერას სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ.