www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

2020-03-16
განცხადება დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, 16 მარტიდან ხობის მუნიციპალიტეტის მერია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის.

გადაწყვეტილება არ შეეხება ხობის მუნიციპალიტეტის მერს, მერის მოადგილეებსა და სამსახურის ხელმძღვანელებს. ისინი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.

დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასული თანამშრომელი მერიაში მოთხოვნის თანავე გამოცხადდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეეხება იმ სამსახურებს, რომელთა დისტანციურ რეჟიმზე გადასვლაც შეაფერხებს მერიის მუშაობას.

16 მარტიდან:

➡შეიზღუდება მუნიციპალიტეტში არსებული ყველა კომისიის სხდომა, გარდა ჯანდაცვის მიმართულებისა.

➡დროებით გაუქმდება მოქალაქეთა მიღების საათები მერთან და მოადგილეებთან.

➡კანცელარიაში შეიზღუდება მოქალაქეთა მიღება.

➡მოქალაქეებს  შესაძლებლობა ექნებათ სატელეფონო კომუნიკაციის ფორმატი გამოიყენონ.  0414 222543
საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა უნდა მოხდეს ელექტრონულად, შემდეგი ელექტრონული ფოსტის საშუალებით: office@khobi.gov.ge

➡აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაშია1 აპრილამდე.

ხობის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება "ხობის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ"

2020-03-16
სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე კორონავირუსის პრევენციის მიზნით მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორმა შორენა საბახტარაშვილმა სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ, საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები გააცნო.
სამუშაო ჯგუფში მერიის, საკრებულოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანმანათლებლო და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შედიან.
დღევანდელი მონაცემებით, ხობის მუნიციპალიტეტში, საზღვარგარეთიდან ჩამოსული 7 პირი არის თვითიზოლაციაში. აღნიშნული პირები შესაბამისი სამსახურების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტში მოხალისეთა ჯგუფი შეიქმნა. 
საჭიროებების მიხედვით მოხალისეები შეასრულებენ სხვადასხვა ტიპის დავალებებს.
Facebook