www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

2020-03-10
განცხადება
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ნარაზენი-ძველი ხიბულა-ახალიხიბულა-ზუბის საავტომობილო გზის კმ 18+600-ზემდ. ჭანისწყალზე არსებული სახიდე გადასასვლელის ნაცვლად ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი
დაგეგმილის საქმიანობის დასახელება: შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ნარაზენი-ძველიხიბულა-ახალიხიბულა-ზუბის საავტომობილო გზის კმ18+600-ზემდ. ჭანისწყალზე  არსებული სახიდე გადასასვლელის ნაცვლად ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა და ექსპლუატაცია;
 დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი;
 დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ხობის მუნიციპალიტეტი, სოფ. ახალიხიბულა;
 დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: 
2020 წელი, 3 აპრილი, 14:00 საათი, ახალიხიბულის ადმინისტრაციული  ერთეულის შენობა;
 საჯარო განხილვის  ორგანიზატორი:  საქართველო სგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან და კავშირებით ახალიხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში გაიმართება საჯარო განხილვა. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
 დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 29 აპრილამდე, მისამართზე: ქ. თბილისი მარშალ გელოვანის გამზირი. N6; ან ელ. ფოსტის მისამართზე eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/21428
 
2020-03-10
კორონავირუსის პრევენციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში, ახალი კორონავირუსის პრევენციისა და პროფილაქტიკის თემაზე შეხვედრა გაიმართა. “ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის” დირექტორმა შორენა საბახტარაშვილმა ხობის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის პრევენციის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრა. შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, მოადგილე მახარე ჩოკორაია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხობის რაიონული სამმართველოს უფროსი დავით პაპავა, ოჯახის ექიმები, მერიის, საკრებულოს და თვითმმართველობის იურიდიული პირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, ბიბლიოთეკებსა და სახელოვნებო დაწესებულებებში; ხოლო სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და დღის ბოლომდე დასრულდება.