www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

2020-03-02
მერის წარმომადგენლებს პროგრამა გააცნეს

ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) წარმომადგენელი სამეგრელოს რეგიონში თინათინ დიდიშვილი, ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, მოადგილე მახარე ჩოკორაია და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი ანგულ მიქავა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათ ფერმერების დახმარების პროგრამა გააცნეს. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში მეცხოველეობის სფეროში არსებულ მდგომარეობაზე და მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის პროგრამაზე ისაუბრეს. პროგრამის მიზანია სოფლად ეკონომიკის განვითარება და სიღარიბის შემცირება, კონკურენტუნარიანი, დივერსიფიცირებული მერძევეობის დარგის ჩამოყალიბების ხელშეწყობის გზით. პროგრამას, „სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის“ დაფინანსებით ა(ა)იპ ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო” ახორციელებს.
facebook
 

2020-03-02
თორსაში ბაღის კეთილმოწყობა დასრულდა
  • ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დასრულდა
  • პროექტის შესაბამისად კეთილმოეწყო სამი ოთახი და შეიცვალა ელექტროსისტემა
  • პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 14000 ლარი შეადგინა
  • წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ კეთილმოეწყობა საბავშვო ბაღის ეზო
  • 2013 წლიდან დღემდე ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში აშენდა ორი და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა შვიდ საბავშვო ბაღს.