www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829

2020-02-05
ხობში, წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
5 თებერვალს, თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა ქართველი და უცხოელი მწერლების ნაწარმოებებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს, მხატვრული ლიტერატურისა და წიგნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერიისა და „კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ თანამშრომლები ესწრებოდნენ. წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტში მეხუთედ ჩატარდა. კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება წიგნის კითხვის პოპულარიზაციას და ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.
წელს, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის თარიღი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის პარტნიორმა ორგანიზაცია "Litworld" -მა გამოაცხადა. 
facebook