3 დეკემბერი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ქალაქ ხობის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, მოადგილე მახარე ჩოკორაია და საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია ეწვივნენ და ბავშვებს საკანცელარიო ნივთები და სათამაშოები გადასცეს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე გაეროს ეგიდით 1992 წლიდან, ყოველწლიურად 3 დეკემბერს აღინიშნება.
facebook
2 დეკემბერს ხობის N1 საჯარო სკოლის დარბაზში მუნიციპალიტეტის ,,სასკოლო ოლიმპიადა 2019“ დასრულდა, რომელშიც ჩართული იყო 20 საჯარო სკოლის გუნდი. გამოვლინდნენ ჩემპიონები და პრიზიორები. მუნიციპალიტეტში გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ 2020 წელს დაგეგმილ ოლიმპიადის რეგიონალურ პირველობაზე. გეზრბენი I ადგილი: გოგონები - ხობის N2 საჯარო სკოლა ჭაბუკები - ხობის N2 საჯარო სკოლა მინი ფეხბურთი I ადგილი: გოგონები - ახალი ხიბულა N2 საჯარო სკოლა ჭაბუკები - ხობის N1 საჯარო სკოლა კალათბურთი I ადგილი: გოგონები - ხობის N1 საჯარო სკოლა ჭაბუკები - ხობის N1 საჯარო სკოლა ფრენბურთი I ადგილი: გოგონები - ახალი ხიბულია N2 საჯარო სკოლა მაგიდის ჩოგბურთი I ადგილი: გოგონები - საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლა ჭაბუკები - შუა ხორგის საჯარო სკოლა მხიარული სტარტები I ადგილი: ხობის N1 საჯარო სკოლა „სასკოლო სპორტული ოლიპმიადა“ საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ხორციელდება. ხობის მუნიციპალიტეტში ოლიმპიადის ჩატარებას ხელი შეუწყო და ორგანიზება გაუწია ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა და ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა.
facebook