თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ირაკლი აბაშიძის დაბადებიდან 110 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო გაიმართა. საღამოზე ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მწერლის ნაწარმოებებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს და მისი შემოქმედების შესახებ ისაუბრეს. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია ესწრებოდნენ.