www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

2019-11-18
ღია შეხვედრები ხობის მუნიციპალიტეტში

ხობის მუნიციპალიტეტში ,,ღიაშეხვედრის’’ ფარგლებში, მორიგი შეხვედრები შავღელეს, პატარა ფოთის, ჭალადიდის და ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ მოსახლეობასთან გაიმართა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკი ხასიამ, პარლამენტის წევრმაი რაკლი (დაჩი) ბერაიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ მოსახლეობის საჭიროებები მოისმინეს, მათი გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს და მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს.

დღევანდელ შეხვედრაზე მოსახლეობამ, მათთვის მნიშვნელოვან და პრობლემურ საკითხთა შორის, პრიორიტეტულად გაზიფიცირება, შიდაგზების, წყლისსისტემის, სანიაღვრე არხების, გარეგანათების, ამბულატორიების და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია დაასახელა.

,,ღია შეხვედრების’’ ფარგლებში, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული აქტუალური საკითხების შესახებ უშუალოდ მოსახლეობისგან ისმენენ. გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებისთვის თანხები მომავალი წლის ბიუჯეტში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.
Facebook