www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

2019-11-16
ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა მარულაში

16 ნოემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა მარულაში. შეჯიბრებაში 14 ცხენოსანი მონაწილეობდა. პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ ცხენოსნებს თასები, სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. I ადგილი - მიხეილ ბარნაძე (ქვემო ქვალონი) II ადგილი - პაატა ლატარია (თორსა-დღვაბა) III ადგილი - ნიკა ბუკია (თორსა-დღვაბა) ღონისძიება, რომელიც მარულას ტრადიციის აღდგენას და პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად, მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით განხორციელდა. სპორტულ შეჯიბრებას პარლამენტის წევრი დაჩი ბერაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.
Facebook

2019-11-16
ობში „ღია შეხვედრების“ ფარგლებში შეხვედრები გაიმართა
პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის, ხამისკურის, ხეთის და პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას შეხვდნენ
შეხვედრებზე მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად შიდა გზების, წყლის სისტემის, სპორტული მოედნის, სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია და ნაპირდამცავი გაბიონების მოწყობა დაასახელა
ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, შეხვედრებზე დასახელებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად მომავალი წლის ბიუჯეტში მაქსიმალურად იქნება თანხები გათვალისწინებული.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილეს ყურადღება
შეხვედრებს პარლამენტის წევრი დაჩი ბერაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.
Facebook