ხობის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების გეგმისა და პრიორიტეტების დოკუმენტის შექმნის მიზნით ჩამოყალიბებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
შეხვედრის მონაწილეებმა დოკუმენტის შექმნის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს
სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში მერიის, საკრებულოს, არასამთავრობო ორგანიზაციების და იურიდიული პირების წარმომადგენლები შედიან
მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების და პრიორიტეტების დოკუმენტი მოიცავს ინფრასტრუქტურის, სოციალური სფეროს, ეკონომიკის განვითარებასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე, SWOT ანალიზს.