www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

2019-11-06
"ნუ წაართმევ ბავშვობას" - შეხვედრა საჯიჯაოში

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვთა ნაადრევი ქორწინების ხელშემწყობი ფაქტორების აღმოფხვრის მიზნით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და პოლიციისათვის დროული შეტყობინების საკითხებზე საინფორმაციო კამპანია დაიწყო სახელწოდებით - "ნუ წაართმევ ბავშვობას"
დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლაში შინაგან საქმეთა სამინისტროს 18 დღიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ხობის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელმა პირმა თამუნა სიჭინავამ და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა მიხეილ ხუნწარიამ, ნაადრევ ქორწინებაზე, მის უარყოფით მხარეებზე, ოჯახში ძალადობაზე, გენდერულ თანასწორობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ნაადრევი ქორწინება კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
ხობის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან მსგავსი ტიპის შეხვედრები ქარიატაში, ქვალონში, ჭალადიდსა და პირველი მაისში იგეგმება.
Facebook

2019-11-06
გაღმა საჯიჯაოში ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გაღმა საჯიჯაოში სტიქიის დროს დაზიანებული ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 221000 ლარს შეადგენს
ხიდის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქაჯაია გაეცნო
პროექტი, საქართველოს მთავრობის მიერ ხობის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება
დღეის მდგომარეობით სამუშაოების 40 პროცენტია შესრულებული.
facebook