www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

2019-11-01
მერმა მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა

პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ 2019 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა
მერმა განხორციელებულ, მიმდინარე და მომავალი წლისთვის დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა
“2019 წელს ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 25 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება და მოსახლეობასთან შეხვედრებზე დასმული საკითხები მოგვარდება. რაც შეეხება 2020 წელს - მნიშვნელოვანი პროექტებია დაგეგმილი გზების, ამბულატორიების, სკოლების რეაბილიტაციის, წყლის სისტემის მოწყობისა და სოფლების გაზიფიცირების მიმართულებით“ - აღნიშნა მერმა
ანგარიშის პარალელურად მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების ამსახველი ფოტო-ვიდეო კოლაჟის ჩვენება მიმდინარეობდა
ანგარიშის მოსმენას ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოქალაქეები, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, საკრებულოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
Facebook

2019-11-01
„ნუ წაართმევ ბავშვობას“- კამპანიას ხობიც შეუერთდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვთა ნაადრევი ქორწინების ხელშემწყობი ფაქტორების აღმოფხვრის მიზნით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და პოლიციისათვის დროული შეტყობინების საკითხებზე საინფორმაციო კამპანია დაიწყო სახელწოდებით - "ნუ წაართმევ ბავშვობას"
სამინისტროს საინფორმაციო კამპანიას ხობის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა
დღეს, კულტურის სახლის მცირე დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელი პირი თამუნა სიჭინავა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი მიხეილ ხუნწარია, ექიმი აზა საჯაია და სოციალური მუშაკი ირმა კილასონია ქალაქ ხობის N1 და N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ და ნაადრევ ქორწინებაზე და მის უარყოფით მხარეებზე ისაუბრეს
ხობის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებთან მსგავსი ტიპის შეხვედრები პერიოდულად ჩატარდება.
FACEBOOK