www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2019-10-30
ხობელი მოსწავლეები კომპიუტერებით დააჯილდოეს
✔სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში ხობის, სენაკის, ფოთის, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მე-10 კლასის მოსწავლეები საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებისთვის პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოეს 
✔პერსონალური კომპიუტერი ხობის მუნიციპალიტეტის 13 საჯარო სკოლის 44 მოსწავლეს გადაეცა 
 
✔პროგრამას „ჩემი პირველი კომპიუტერი“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოსთან ერთად ახორციელებს 
 
✔პროგრამის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.
2019-10-30
განცხადება მერის ანგარიშის შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტის მერი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 2019 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს. 
31 ოქტომბერი, 14 საათი, ძველი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეული (ადმინისტრაციული შენობა)
1 ნოემბერი, 13 საათი, პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეული(ადმინისტრაციული შენობა)
 
2019-10-30
„ღია შეხვედრებზე“ დასმული ამბულატორიის პრობლემა მოგვარდა

ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში ამბულატორიის რეაბილიტაცია დასრულდა. ამბულატორიის რეაბილიტაციის საჭიროების საკითხი „ღია შეხვედრების“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე დაისვა. ამბულატორიაში შეიცვალა კარ-ფანჯრები, მოწესრიგდა ელექტროგაყვანილობა, წყლისა და კანალიზაციის სისტემები. გარემონტდა ჭერი, იატაკი და კედლები, მოეწყო პანდუსი. სამუშაოზე დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა. ამბულატორიის რეაბილიტაციაზე 23000 ლარი დაიხარჯა.
facebook