www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2019-10-17
სამუშაო შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან
საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლობის ინიციატივითა და ორგანიზებით ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საგრანტო პროგრამაზე, ეკონომიკური განვითარების მიმართულებებით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესასოციაციების ხედვებზე, ეკონომიკური განვითარების ფაქტორებზე და მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებზე ისაუბრეს.
2019-10-17
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, „ნატოს დღეები 2019“-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ადგილობრივი თვითმმართველობის, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთში საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, ანა ცანავამ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ნარდაიამ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებზე, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, მოადგილე დავით ვერავა, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები ესწრებოდნენ. მიმდინარე წელს, ნატოს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით 70-მდე ღონისძიება გაიმართება. კერძოდ, ქვეყნის 10 რეგიონში, „ნატოს დღეების“ ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, პედაგოგებთან, ადგილობრივი ხელისუფლების და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან.

facebook