www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

2019-09-23
ხობში „ევროპის სპორტის კვირეული“ დაიწყო

23 სექტემბერს, ქალაქ ხობში „ევროპის სპორტის კვირეული“ (European Week of Sport – #Be Active) დაიწყო. კვირეული, ცენტრალურ პარკში, ფლეშმობით გაიხსნა და მაგიდის ჩოგბურთსა და ჭადრაკში შეჯიბრებით გაგრძელდა. “ევროპის სპორტის კვირეული“ (European Week of Sport – #Be Active) ევროკომისიის ორგანიზებით, 2015 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და ხელს უწყობს სპორტული და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას ევროპის მასშტაბით. “ევროპის სპორტის კვირეული“ იმართება ყველასთვის, განურჩევლად ასაკისა, სპორტული გამოცდილებისა, თუ ფიზიკური მომზადების დონისა. კვირეულის გახსნას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ. კვირეული ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით ხორციელდება.
facebook

2019-09-23
მუნიციპალიტეტში ერთიანი ელექტრონული სერვისების სისტემა დაინერგება
➡ხობის მუნიციპალიტეტში მოქალაქეებისთვის სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით ერთიანი სტანდარტით ელექტრონული სერვისების დანერგვისა და განვითარების პროექტი იწყება

➡პირველ სამუშაო შეხვედრაზე თბილისის მერიის ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ თანამშრომელმა მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს ახალი ელექტრონული სისტემის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
➡შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ
➡ერთიანი მუნიციპალური ელექტრონული სერვისების პროექტის ფარგლებში შეიქმნება ერთიანი ელექტრონული პლატფორმა, რომელიც სამ ძირითად სისტემას გააერთიანებს: ერთიანი ელექტრონული საქმისწარმოების, განცხადებების მართვისა და გეოსივრცითი მონაცემების მართვის სისტემას
➡აღნიშნული პროგრამა მოქალაქეებსა და ბიზნესს მუნიციპალიტეტისგან ერთი ფანჯრის პრინციპით, მოკლე დროში, ხარისხიანი მომსახურების მიღების შესაძლებლობას მისცემს.
facebook

2019-09-23
ხობში საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება

ქალაქ ხობში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. საზოგადოებრივი ცენტრი მოსახლეობას საშუალებას აძლევს, საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით ისარგებლოს, კერძოდ: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ეროვნული არქივის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისებით. სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების მიღების გარდა, ხობის მოსახლეობა უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკითა და საკონფერენციო დარბაზით ისარგებლებს. საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობაზე 645888 ლარი დაიხარჯება და ხობის მუნიციპალიტეტს მოსახლეობას კეთილმოწყობილი ცენტრით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.