www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

2019-09-21
ხობის მუნიციპალიტეტში ლოკოკინას ფერმა ფუნქციონირებს
ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა ,,ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, ,,ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად 1 410 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1 260 000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით მიიღო. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიაშვილმა, სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, დავით ფარცვანიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ოთარ შამუგიამ ლოკოკინების ფერმა დაათვალიერეს და საწარმოო პროცესს გაეცნენ. ფერმა წელიწადში საშუალოდ 50 ტონა ლოკოკინას ხორცს აწარმოებს. პროდუქცია ექსპორტზე გადის, ძირითადად იტალიაში. იგეგმება ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის გატანაც. საწარმოში 10 ადგილობრივია დასაქმებული. სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 200 ახალი საწარმო დაფინანსდა, საიდანაც სამეგრელოს რეგიონში 25 ახალი საწარმო ფუნქციონირებს. სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს ,,ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას.