www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

2019-09-16
მილოცვა

მოსწავლეებო, სტუდენტებო, პედაგოგებო გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! გამორჩეულად ვულოცავ პირველკლასელებსა და პირველკურსელებს – მათთვის ხომ დღევანდელი დღე სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისია.
სწორედ, სკოლაში მიღებული ცოდნა და განათლებაა მყარი საფუძველი და გარანტი საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღისა. თაობების სწავლა-განათლების საქმეში განსაკუთრებული როლი და პასუხისმგებლობა მასწავლებლებს აკისრიათ. აღზარდო ქვეყნის მომავალი თაობა - მეტად საპატიო საქმეა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ საქმიანობას ქვეყნის საკეთილდღეოდ!

გოჩა ქაჯაია
ხობის მუნიციპალიტეტის მერი

2019-09-16
მერმა ახალსოფლის სკოლის მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია ახალსოფლის საჯარო სკოლას ეწვია და მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. „გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! გამორჩეულად ვულოცავ პირველკლასელებს – მათთვის ხომ დღევანდელი დღე სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისია. სწორედ, სკოლაში მიღებული ცოდნა და განათლებაა მყარი საფუძველი და გარანტი საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღისა. თაობების სწავლა-განათლების საქმეში განსაკუთრებული როლი და პასუხისმგებლობა მასწავლებლებს აკისრიათ. აღზარდო ქვეყნის მომავალი თაობა - მეტად საპატიო საქმეა. ხელისუფლების ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება წარმოადგენს. წელს, მერიამ 11 სკოლაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე 600 ათას ლარამდე დახარჯა. სკოლების კეთილმოწყობის პროცესი მომავალ წელსაც გაგრძელდება. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ საქმიანობას ქვეყნის საკეთილდღეოდ” - აღნიშნა მერმა. ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორმა კუკურ ნაცვლიშვილმა და მერმა პირველკლასელებს სახელმწიფოს საჩუქარი - კომპიუტერები გადასცეს. წელს, მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში 311 პირველკლასელი ჩაირიცხა. საჯარო სკოლების 273 პირველკლასელს სახელმწიფოსგან საჩუქრად კომპიუტერი გადაეცა, გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლებითა და პროგრამებით. საქართველოს მთავრობის მიერ ხობის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის აღდგენა-მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხიდან ახალსოფლის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა. სკოლის კეთილმოწყობაზე 104 000 ლარი დაიხარჯა.

Facebook

2019-09-16
საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი დაიწყო

✔16 სექტემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი დაიწყო
✔ქალაქ ხობის N1 და N2 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ,
საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დოდო გაბუნიამ და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ელისო კვიკვინიამ მიულოცეს
✔მუნიციპალიტეტის 25 საბავშვო ბაღში 1140 აღსაზრდელია ჩარიცხული.
Facebook

2019-09-16
საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლის იუბილე აღნიშნეს

ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლაში, სკოლის დაარსებიდან 100 წლის იუბილე აღნიშნეს. სკოლის იუბილესთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართა, რომელშიც მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. საიუბილეო თარიღი დამსწრე საზოგადოებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ დავით ვერავამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ბეატრისა რუსიამ მიულოცეს.
facebook