www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

2019-09-13
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა

ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხობი-ახალსოფელი-რკინიგზის ბაქანი საავტომობილო გზის მე-10 კმ-ზე მდინარე ცივზე (ლუბეკის არხი) ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი დაგეგმილი საქმიანობის დასახელება - „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხობი-ახალსოფელი-რკინიგზის ბაქანი საავტომობილო გზის მე-10 კმ-ზე მდინარე ცივზე (ლუბეკის არხი) ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა და ექსპლუატაცია. დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: 2019 წლის 17 ოქტომბერი, 15:00 საათი, ხობის მუნიციპალიტეტი, ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა. საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2019 წლის 4 სექტემბერს „საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა“ სამინისტროში წარმოადგინა განცხადება, ხობის მუნიციპალიტეტში, „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხობი-ახალსოფელი-რკინიგზის ბაქანი საავტომობილო გზის მე-10 კმ-ზე მდინარე ცივაზე (ლუბეკის არხი) ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის 8 ნოემბრამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში:
https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/16942
პროექტის არატექნიკური რეზიუმე: https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/16942