www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

2019-09-10
მერმა ხილის ჩირის მწარმოებელი საწარმო დაათვალიერა

ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში ხილის ჩირის მწარმოებელი სოციალური საწარმო ფუნქციონირებს. საწარმო ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ, „თოლისკურის“ ხელმძღვანელთან, გვანცა კიკალეიშვილთან ერთად დაათვალიერა. სოციალური საწარმო „თოლისკური“ ევროკავშირის დაფინანსებით და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ პროექტის - „სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში შეიქმნა. ჩირი ადგილობრივი ნედლეულისგან მზადდება. საწარმოში დასაქმებულია იძულებით გადაადგილებული ორი პირი.

Facebook

2019-09-10
პირველ მაისში ამბულატორიის რეაბილიტაცია დასრულდა

✔პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში ამბულატორიის რეაბილიტაცია დასრულდა ✔კეთილმოწყობილი სამედიცინო დაწესებულება ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ დაათვალიერა ✔შეიცვალა კარ-ფანჯრები, მოწესრიგდა ელექტროგაყვანილობა, წყლისა და კანალიზაციის სისტემები. გარემონტდა ჭერი, იატაკი და კედლები ✔სამუშაოზე დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა ✔ამბულატორიის რეაბილიტაციაზე 19446 ლარი დაიხარჯა ✔საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 ივნისის N1476 განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტს სამედიცინო დაწესებულებების აღდგენა-მშენებლობისთვის 406 302 ლარი გამოეყო.

Facebook