www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

2019-09-04
ნუგზარ ლემონჯავას სახელობის ტურნირი ფეხბურთში

4 სექტემბერს, ხობის ცენტრალურ სტადიონზე, ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის, ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის თასის გათამაშების ფინალური მატჩები გაიმართა. საფეხბურთო ტურნირში ხობის „კოლხეთის“, ფოთის „კოლხეთის“, „სამტრედიის", სენაკის „ქუჯის", ხონის, ოზურგეთის, ზუგდიდის სასპორტო სკოლების და დინამოს აკადემიის (მარტვილი) ნორჩი ფეხბურთელები მონაწილეობდნენ. ფინალში ზუგდიდის სასპორტო სკოლის ნორჩმა ფეხბურთელებმა დინამოს აკადემია 3:2 დაამარცხეს და მემორიალური ტურნირის გამარჯვებული გახდნენ. სპორტული ღონისძიების ორგანიზატორები სამეგრელო-ზემო სვანეთის ფეხბურთის რეგიონული ფედერაცია და ა(ა)იპ „საფეხბურთო კლუბ ხობის კოლხეთი“ არიან. ფინალურ შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და ოლიმპიური კომიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ლევან ლატარია ესწრებოდნენ.
Facebook

2019-09-04
ტრენინგი საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის

4 სექტემბერს, ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებისთვის სურსათის ჰიგიენის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი თეა მაღედანი და სურსათის უვნებლობის საკითხებში ექსპერტი ელენე გიორგაძე უძღვებოდნენ. ტრენინგზე განიხილეს სურსათის ეტიკეტირების, შრომის უსაფრთხოების, კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების საკითხები. ტრენინგს ,,ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ დირექტორი ეკა ხასია და დირექტორის მოადგილე ნონა შამათავა ესწრებოდნენ.

facebook

2019-09-04
ერთიანი მუნიციპალური ელექტრონული სერვისების დანერგვა

➡საქართველოს მასშტაბით მოქალაქეებისთვის სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით ერთიანი სტანდარტით ელექტრონული სერვისების დანერგვისა და განვითარების პროექტი იწყება
➡ერთიანი მუნიციპალური ელექტრონული სერვისების დანერგვასთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრა სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინნ“-ში გაიმართა
➡პირველ სამუშაო შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა
➡შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულებთან და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ბუკია ესწრებოდნენ
➡ერთიანი მუნიციპალური ელექტრონული სერვისების პროექტის ფარგლებში შეიქმნება ერთიანი ელექტრონული პლატფორმა, რომელიც სამ ძირითად სისტემას გააერთიანებს: ერთიანი ელექტრონული საქმისწარმოების, განცხადებების მართვისა და გეოსივრცითი მონაცემების მართვის სისტემას.

facebook