ახალგაზრდებო გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას! ვულოცავ თქვენს მშობლებს და მასწავლებლებს.
თქვენ განათლების მიღების, პროფესიული განვითარების და გამოცდილებების შეძენის უმნიშვნელოვანეს ეტაპს შეუდექით.
სტუდენტობა ეს არის გამორჩეული და განსაკუთრებული პერიოდი ცოდნისა და განათლების მისაღებად.
გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ სტუდენტობის წლებს.
გოჩა ქაჯაია
ხობის მუნიციპალიტეტის მერი
ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის, ქარიატის და შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი (დაჩი) ბერაია და ბექა ოდიშარია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა შეხვდნენ. ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებს შეეხო. განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის პროექტებზე გამახვილდა. მოსახლეობამ ყულევში მთავარ საჭიროებად ამბულატორიის და ზღვის სანაპირო ზოლთან გზის რეაბილიტაცია, ქარიატაში - ხიდის და საბავშვო ბაღის მშენებლობა, ხოლო შუა ხორგაში - ბაღის კეთილმოწყობა და გაზიფიცირება დაასახელა. მოსახლეობის მიერ დასმული საკითხების მოგვარებისთვის საჭირო თანხები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მომავალი წლის ბიუჯეტში.
Facebook