www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2019-01-29
ძველ ხიბულაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ნარაზენი-ძველი ხიბულა-ახალი ხიბულა-ზუბის საავტომობილო გზის (ნარაზენი - ძველი ხიბულის მონაკვეთი) რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 
ნარაზენი - ძველი ხიბულის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო. მერი ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა და მათ, მიმდინარე წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 4 მილიონ 657 ათასი ლარია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი“ ახორციელებს.
☑სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 9 კილომეტრია
☑მოეწყობა ტროტუარი და ეზოში შესასვლელები
☑აშენდება ავტოპავილიონები და ავტობუსის გასაჩერებლები
☑განთავსდება საგზაო ნიშნები და სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები.
მიმდინარე წელს დაიწყება ზემო ქვალონის, შავღელეს, ახალი ხიბულის (გაშფერდი) და ახალი ხიბულა-საჯიჯაოს დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდება.
 
2019-01-29
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის შეხვედრა ხობში

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში მოსახლეობასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ და კომიტეტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ ისაუბრეს კომიტეტის მიერ 2018 წელს განხორციელებული რეფორმების, ამ რეფორმებით მიღებული სიკეთეების და სერვისების ხელმისაწვდომობის შესახებ. შეხვედრაზე მოქალაქეებს გააცნეს „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონი და ოჯახში ძალადობის პრევენციისკენ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებები. შეხვედრის მიზანი იყო მოქალაქეებს უშუალოდ კანონმდებლებისგან მიეღოთ ინფორმაცია ორი მთავრი რეფორმის შესახებ, რომელიც კომიტეტმა 2018 წელს განახორციელა და მეორე მხრივ, დეპუტატებს მოსახლეობისგან მოესმინათ მათი წინადადებები და კომენტარები შემდგომი რეაგირების მიზნით. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა, დამსწრე საზოგადოებამ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღო. დეპუტატებმა, უშუალოდ მოსახლეობის მხრიდან მოისმინეს პრობლემები და ისაუბრეს მათი აღმოფხვრის გზებზე. შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით, მაჟორიტარი დეპუტატის და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის ფინანსური ხელშეწყობით გაიმართა.

Facebook