www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2019-01-24
ბოკუჩავას თასის გათამაშებაში პირველი ადგილი დიანა ლომაიამ დაიკავა

24 იანვარს თბილისის ჭადრაკის სასახლეში ამაგდარი ქართველი მწვრთნელის ალექსანდრე ბოკუჩავას თასის გათამაშება დასრულდა. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა როგორც გოგონათა ასევე ჭაბუკებს შორის. გოგონათა შორის დამაჯერებლად გაიმარჯვა ფოთის საჭადრაკო სკოლის მოსწავლემ დიანა ლომაიამ (მწვრთნელი გოჩა ჩაჩუა). მის აქტივში 7-დან 6,5 (!) ქულაა. ამ გამარჯვებით დიანამ 16 წლამდე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები გუნდის შემადგენლობაში მოიპოვა ადგილი. ტურნირის დახურვაზე საპრიზო სამეულში გასული მოჭადრაკეები დააჯილდოეს: მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების მრავალგზის გამარჯვებულმა, მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონმა ნანა ალექსანდრიამ, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ და ალექსანდრე ბოკუჩავას მეუღლემ მაია ბოკუჩავამ.

2019-01-24
,,ორი ჯუჯა“ ხობის კულტურის ცენტრში

24 იანვარს ქ. ხობის კულტურის ცენტრის დიდ დარბაზში ყველა თაობის მსმენელთათვის საახალწლო კონცერტი ჩატარდა. მაყურებლის წინაშე გასართობი შოუ პროგრამით ყველასათვის საყვარელი ორი ჯუჯა: ვახტანგ ტატიშვილი, ნუგზარ კვაშალი და ზურაბ კობეშავიძე წარსდგნენ. მომღერლებმა ცნობილი კომპოზიტორისა და ხობის საპატიო მოქალაქის ალექსანდრე ბასილაიას მიერ შექმნილი დაუვიწყარი სიმღერები შეასრულეს. ბავშვების მხიარულ განწყობაზე ასევე ზრუნავდა ჯამბაზი „ვოვა“. 
ანსამბლი ,,ივერიის’’ წევრები მსგავსი ღონისძიების ჩატარებას 25 იანვარს მარტვილშიც გეგმავენ.