გაცნობებთ, რომ ნავთობის და გაზის რესურსების V სალიცენზიო ბლოკზე, (ტერიტორიულად მოიცავს წალენჯიხის, მესტიის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ცაგერის, ხონის, სენაკის, ხობის, ზუგდიდის, აბაშის, სამტრედიის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ლენტეხის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს და ქ. ფოთს) შპს „ვესტ გალფ პეტროლიუმ საინჟინრო კომპანია“ სახელმწიფოსთან გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მინიმალური სამუშაო პროგრამის (პირველ ეტაპზე ნავთობის და გაზის ოპერაციები იგეგმება ხობისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე) შესრულებამდე ვალდებულია მოამზადოს V სალიცენზიო ბლოკის მომცველი ტერიტორიის „გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში“(გზშ), რომელიც შეიცავს ნავთობისა და გაზის ოპერაციების შედეგად გარემოზე პოტენციური ზემოქმედების ანალიზს.
V სალიცენზიო ბლოკის მომცველი ტერიტორიის „გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში“-ს ს ა ჯ ა რ ო გ ა ნ ხ ი ლ ვ ა გაიმართება 2018 წლის 14 დეკემბერს, 14 საათზე ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში.
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გზშ-ის ანგარიში ხელმისაწვდომია საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენლისთვის. დოკუმენტის ელექტრონული ვერსია განთავსებულია ნავთობის და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ფეისბუქ გვერდზე (ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო/State Agency of Oil and Gas), ხობის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.khobi.ge), ასევე მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტოში (ქ.ბთბილისი, სანაპიროს ქ.№2) და ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში (ცოტნე დადიანის ქ.№189) ხელმისაწვდომია გზშ-ის ანგარიშის ნაბეჭდი ეგზემპლარი.
საჯარო განხილვა ღიაა და საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მასში.