ხობის მუნიციპალიტეტი შეუერთდა 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც დაიწყო 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო დღეს და 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება. კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერება. კამპანიის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პირველი კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა გენდერული თანასწორობის საკითხებში თამუნა სიჭინავამ შავღელეს ადმინისტრაციულში ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართა შეხვედრა. ნაჩვენები იქნა ვიდეო რგოლები ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე,ნაადრევ ქორწინებაზე.ისაუბრეს ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სერვისებზე.დამსწრე საზოგადოებას დაურიგდა ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაბეჭდილი ბუკლეტები „სახელმწიფო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“.