www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

2018-11-26
ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა

26 ნოემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში მერის სათათბირო ორგანოს-სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა რამდენიმე საკითხზე იმსჯელეს, მათ შორის ხობის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე. ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები მრჩეველთა საბჭოს წევრებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა დავით ჭოჭუამ გააცნო. დ. ჭოჭუას განმარტებით: შემოსულობები განისაზღვრა 8461.3 ათასი ლარით, ხოლო ძირითად პრიორიტეტს - სოციალური სფერო და სკოლამდელი განათლება წარმოადგენს. სხდომას მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, რომლებმაც მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საბჭოს წევრების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს. მრჩეველთა საბჭოს მიერ ცალკეულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებები რეკომენდაციის სახით მერიას უახლოეს დღეებში წარედგინება.

facebook