www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

2018-10-30
ნუგზარ წურწუმიას გულშემატკივრებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

ხობის კულტურის სახლის ფოიეში, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორს, ნუგზარ წურწუმიას გულშემატკივრებმა, მწვრთნელებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. საკრებულოს თავმჯდომარემ, ედიშერ ჯობავამ, მერის პირველმა მოადგილემ, ვარაზ გაბედავამ და მოადგილემ, მახარე ჩოკორაიამ ხობელ ფალავანს მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული გამარჯვება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს მას. ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ნუგზარ წურწუმიამ მესამე ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში ჩინელი ლიგუო ცაო, ანგარიშით 11-0 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ეს გამარჯვება 2018 წელს, ხობელი მოჭიდავისთვის რიგით მესამეა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ნუგზარ წურწუმიამ რუსეთის ქალაქ კასპიისკში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა; ხოლო 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალში თურქი ერკემ ოზთურქი დაძაბულ ბრძოლაში 11-8 დაამარცხა და ეცროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.