www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

2018-09-24
გურიფულში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ პირველ გურიფულში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გზის მშენებლობის პროცესს საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა გაეცნენ. პროექტის შესაბამისად: 850 მეტრ მანძილზე დაიგება ბეტონის საფარი მოეწყობა მილხიდები და მოსაცდელი სამუშაოს სახელშეკრულებო ღირებულება 160 ათასი ლარია ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების

facebook

2018-09-24
მემორიალური პირველობის გამარჯვებული „კრისტალი“ გახდა

24 სექტემბერს, ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, რამაზ კიტიას სახელობის სტადიონზე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სოფელ ხურჩაში დაღუპული ხობელი პოლიციელის, რამაზ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველობის ფინალური შეხვედრები გაიმართა.
შეჯიბრებაში საგანმანათლებლო რესურსცენტრის, მერიის, საკრებულოს, პოლიციის, „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“, სახანძრო-სამაშველო სამსახურის და მიკრო საფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ გუნდები მონაწილეობენ.

საფეხბურთო პირველობის გამარჯვებული „კრისტალი“ გახდა, მეორე ადგილი სახანძრო-სამაშველო სამსახურის გუნდმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე მერია გავიდა.
  ღონისძიებას რამაზ კიტიას ოჯახის წევრები, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
  სპორტული პირველობა ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.

Facebook