www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

2018-09-23
ხობში “ევროპის სპორტის კვირეული“ დაიწყო

23 სექტემბერს, ქალაქ ხობში “ევროპის სპორტის კვირეული“ (European Week of Sport – #Be Active) დაიწყო. კვირეული, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფლეშმობით გაიხსნა. ღონისძიება, მაგიდის ჩოგბურთში მუნიციპალიტეტის პირველობის ფინალური შეხვედრებით და მკლავჭიდში შეჯიბრებით გაგრძელდა. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ. “ევროპის სპორტის კვირეული“ (European Week of Sport – #Be Active) ევროკომისიის ორგანიზებით, 2015 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და ხელს უწყობს სპორტული და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას ევროპის მასშტაბით. “ევროპის სპორტის კვირეული“ იმართება ყველასთვის, განურჩევლად ასაკისა, სპორტული გამოცდილებისა, თუ ფიზიკური მომზადების დონისა. კამპანია წარმოებს ჰეშთეგით #BeActive და მოუწოდებს მოსახლეობას, იცხოვრონ ცხოვრების ჯანსაღი წესით, იყვნენ აქტიურები. 30 სექტემბერს, 18 საათზე, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე კონცერტი და გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება. კვირეული ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით ხორციელდება.

FACEBOOK