www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

2018-09-17
მილოცვა

მოსწავლეებო, სტუდენტებო, მასწავლებლებო, მშობლებო გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! გამორჩეულად ვულოცავ პირველკლასელებსა და პირველკურსელებს – მათთვის ხომ დღევანდელი დღე სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისია. მინდა, ყოველ თქვენგანს ვუსურვო ახალი ენერგიითა და შემართებით სწავლის გაგრძელება. სწორედ, სკოლაში მიღებული ცოდნაა მყარი საფუძველი და გარანტი საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღის.
მომავალი თაობების სწავლა-განათლების საქმეში უმნიშვნელოვანესი როლი და პასუხისმგებლობა პედაგოგებს აკისრიათ. აღზარდო ქვეყნის მომავალი თაობა - ეს მეტად საპასუხისმგებლო და საპატიო საქმეა. 
კიდევ ერთხელ გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ წარმატებებს და ნაყოფიერ საქმიანობას ქვეყნის საკეთილდღეოდ!

გოჩა ქაჯაია
ხობის მუნიციპალიტეტის მერი

2018-09-17
პირველკლასელებს სახელმწიფოსგან საჩუქრად ნეტ-ბუკები გადაეცათ

17 სექტემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში 322 პირველკლასელი ჩაირიცხა. საჯარო სკოლების 297 პირველკლასელს სახელმწიფოსგან საჩუქრად ნეტ-ბუკები გადაეცა, გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლებითა და პროგრამებით. მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს.

2018-09-17
საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი დაიწყო

ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი დაიწყო. ქალაქ ხობის N1 და N2 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მიულოცეს. მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ჩარიცხულია 1149, ხოლო სასკოლო მზაობის ჯგუფებში 318 აღსაზრდელი.

FACEBOOK

2018-09-17
მერმა სკოლის მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლას ეწვია და მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! განსაკუთრებით მინდა მოვეფერო პირველკლასელებს. ჩემო პატარა მეგობრებო გისურვებთ უღრუბლო ცას, ბედნიერ ბავშვობას და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას. 
წლევანდელი წელი საიუბილეო წელია სკოლისთვის - ახალი ხიბულის საჯარო სკოლას დაარსებიდან 100 წელი უსრულდება. ახალი ხიბულის სკოლა დიდი ტრადიციების მატარებელია. ამ სკოლის კედლებში აღიზარდა არაერთი ცნობილი მეცნიერი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. 
პედაგოგებო თქვენი ღვაწლი განსაკუთრებულია. აღზარდო ქვეყნის მომავალი თაობა - ეს მეტად საპასუხისმგებლო და საპატიო საქმეა. კიდევ ერთხელ გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში“ - აღნიშნა სიტყვით მისალმებისას მერმა.
საჯარო სკოლის დირექტორმა მაია ქაჯაიამ და მერმა პირველკლასელებს სახელმწიფოს საჩუქარი - ნეტბუკები გადასცეს.

FACEBOOK