www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

2018-09-12
ჩვილ ბავშვთა კვების საკითხებზე ტრენინგი გაიმართა

11 სექტემბერს, მერიის სააქტო დარბაზში, პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლებისთვის ჩვილ ბავშვთა კვების საკითხებზე ტრენინგი გაიმართა, რომელსაც პედიატრი, კლინიკური ფარმაკოლოგიისა და რაციონალური ფარმაკოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი რუსუდან ჯაში და დასავლეთ საქართველოში „ნესტლეს“ სამედიცინო წარმომადგენელი მარინა თუთბერიძე უძღვებოდნენ. მომხსენებლებმა ძუძუთი კვების უპირატესობაზე, ბავშვთა კვების სფეროში არსებულ სიახლეებზე და საკვები პროდუქტების სწორად შერჩევის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ტრენინგს მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსი შოლინა კანკია ესწრებოდა. ღონისძიება კომპანია „ნესტლეს“ ორგანიზებითა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

FACEBOOK