www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

2018-07-09
ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა აქტიურად მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სააკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე გაეცნენ.
საჯიჯაოში „ცივი შესხურების“ მეთოდით მუშავდება საყანე ფართობები და მიმდებარე ტერიტორიები. დღეის მდგომარეობით, ხობის მუნიციპალიტეტში „ცივი შესხურების“ მეთოდით შეიწამლა-564 ჰა; ხოლო, თერმული ნისლის ტექნოლოგიით -12960 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. 
სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე ,აზიური ფაროსანას გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ტყის პერიმეტრზე, ბუფერულ ზონებში, დაცული ტერიტორიების მიმდებარედ, დამონტაჟებულია 60 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური.
ქიმიურ წამლობის არეალი და ვადა მონიტორინგის საფუძველზე განისაზღვრება. ამჟამად მიმდინარეობს ქიმიური დამუშავება იმ ფართობების, სადაც დამჭერებზე მავნებლის ზღვრული ოდენობა დაფიქსირდა. პარალელურად გრძელდება მონიტორინგი, რომლის შედეგებიც თავს იყრის აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ საკოორდინაციო შტაბის ელექტრონულ ბაზაში. 
დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ გვერდზე: parosana.ge