www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2018-05-26
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

ძვირფასო ხობელებო გილოცავთ დიდ ეროვნულ და ისტორიულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
2018 წელი არის საიუბილეო წელი, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი სრულდება. ეს არის თითოეული ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანესი იუბილე და საზეიმო თარიღი. 
ჩვენი წინაპრების სიმტკიცემ, ტოლერანტობამ და თავგანწირვამ დიდი კულტურისა და ტრადიციების მქონე სამშობლო შეგვინარჩუნა. იმ უმთავრეს ღირებულებას, რასაც დამოუკიდებლობა ჰქვია გაფრთხილება და ზრუნვა სჭირდება.
საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო იყოს ძლიერი, მტკიცე და ერთიანი; ჩვენი ქვეყნის ყოველმა მოქალაქემ თავი იგრძნოს დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს სრულფასოვან მოქალაქედ. 
ხობის მუნიციპალიტეტი ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს კულტურულ-გასართობი და სპორტული ღონისძიებებით ხვდება. მობრძანდით და ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, როცა აღსრულდა ჩვენი წინაპრების ოცნება - საქართველო შეუერთდა სუვერენული სახელმწიფოების დიდ ოჯახს.

გოჩა ქაჯაია
ხობის მუნიციპალიტეტის მერი

2018-05-26
საფეხბურთო პირველობის პირველობის გამარჯვებული ხეთის „ხეთა“ გახდა
26 მაისს,  ხობის ცენტრალურ სტადიონზე  საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო ჩემპიონატის -„მოყვარულთა თასი 2018“-ის დასკვნითი შეხვედრები გაიმართა. ფინალურ მატჩში ხეთის „ხეთამ“  შუა ხორგის „შევარდენი“, ანგარიშით 2-1 დაამარცხა და პირველობის გამარჯვებული გახდა; ხოლო, მესამე ადგილი ახალი ხიბულის ფეხბურთელთა გუნდმა დაიკავა.
 გამარჯვებულ და პრიზიორ გუნდებს, ინდივიდუალურ ნომინაციებში საუკეთესო მოთამაშეებად დასახელებულებს თასები და სიგელები გადაეცათ.
სპორტულ ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.
ხობის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო პირველობა საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა.
 
2018-05-26
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები
ხობში დილიდან სადღესასწაულო განწყობა სუფევდა. ქალაქის ქუჩებში საქართველოს, ხობის მუნიციპალიტეტის და ევროკავშირის დროშები იყო გამოფენილი. კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა და პედაგოგებმა მუსიკალური კომპოზიცია - ჩვენ ვართ მომავალი საქართველოსი“ წარმოადგინეს.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ საზეიმო ვითარებაში გახსნეს ხობის კულტურის  სახლი. 
„ძვირფასო ხობელებო გილოცავთ დიდ ეროვნულ და ისტორიულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი სრულდება. ეს არის თითოეული ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანესი იუბილე და საზეიმო თარიღი. 
ჩვენი წინაპრების სიმტკიცემ, ტოლერანტობამ და თავგანწირვამ დიდი კულტურისა და ტრადიციების მქონე სამშობლო შეგვინარჩუნა. იმ უმთავრეს ღირებულებას, რასაც დამოუკიდებლობა ჰქვია გაფრთხილება და ზრუნვა სჭირდება.
დღეს მინდა ქედი მოვიხარო სამშობლოსთვის თავდადებული ვაჟკაცების უკვდავი სულების წინაშე და პატივი მივაგოთ საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას. 
ჩვენთვის დიდი პატივია „ანსამბლ“ რუსთავის სტუმრობა. ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მაესტრო ფრიდონ სულაბერიძეს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, როცა აღსრულდა ჩვენი წინაპრების ოცნება - საქართველო შეუერთდა სუვერენული სახელმწიფოების დიდ ოჯახს“ - აღნიშნა მისასალმებელ სიტყვაში გოჩა ქაჯაიამ.
კულტურის სახლში შეკრებილი მაყურებლის წინაშე ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“,  ფოლკლორული ანსამბლი „კოლხეთი“ და სამუსიკო სკოლის ნორჩ მომღერალთა გუნდი წარსდგნენ. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა ქართული კულტურის ოქროს ფონდის რჩეული ნიმუშები - ქართული ხალხური ცეკვები და სიმღერები. „რუსთავის“ უმაღლესმა საშემსრულებლო ოსტატობამ წარუშლელი კვალი დატოვა მაყურებელზე.
კონცერტის დასასრულს ფეხზე წამომდგარი მაყურებელი დიდხანს უკრავდა ტაშს ყველასთვის საყვარელ ანსამბლ „რუსთავს“.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დასრულდება ახალგაზრდული კონცერტით ჯგუფების - „ურსას“ და „ოჩოს ქოხის“ მონაწილეობით.