www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2018-05-10
ხობში ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობა მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობა მიმდინარეობს.

საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, თერმული ნისლის გამოყენებით, დამუშავდა შიდა სასოფლო გზების, ჩიხების და ქუჩების მიმდებარე ტერიტორიები. ასევე, ოცდაორივე ადმინისტრაციულ ერთეულში, დამატებით განთავსდა 2 900 ერთეული ფერომონი.

ქიმიურ წამლობის არეალი და ვადა მონიტორინგის საფუძველზე განისაზღვრება. ამჟამად მიმდინარეობს ქიმიური დამუშავება იმ ფართობების, სადაც დამჭერებზე მავნებლის ზღვრული ოდენობა დაფიქსირდა. პარალელურად გრძელდება მონიტორინგი, რომლის შედეგებიც თავს იყრის აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ საკოორდინაციო შტაბის ელექტრონულ ბაზაში.

აზიურის ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, ქიმიური წამლობა  დაგეგმილია ზემო ქვალონის და გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ გვერდზე: parosana.ge