9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ, ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას და ყვავილებით შეამკეს ხეთის საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ეზოში - ,,ხსოვნის ველზე“ მდებარე სიმბოლური საფლავები. რის შემდეგაც, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის მოსწავლეთა და ანსამბლ „კოლხეთის“ მონაწილეობით მხატვრულ-მუსიკალური კომპოზიცია გაიმართა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას 600 ლარის, ხოლო, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახები - 300 ლარის ოდენობით. ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვეტერანებს პირად საბანკო ანგარიშზე 500-500 ლარი, ხოლო შპს „შავი ზღვის ტერმინალისგან“ 100-100 ლარი ჩაერიცხათ.