საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ ფინალური თამაშის მონაწილეები გამოვლინდა.
პროექტის დასკვნით ნაწილში 73 საჯარო და კერძო სკოლის გუნდი ითამაშებს; მათ შორის: ქალაქ ხობის N2 და ქვემო ქვალონის N1 საჯარო სკოლების ინტელექტუალთა გუნდები.
ნახევარფინალური თამაშები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში 26 აპრილს ერთდროულად გაიმართა. სკოლის თითოეული გუნდი 5 ძირითადი და ერთი სათარადიგო მოთამაშისგან შესდგებოდა.
ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტი საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ნახევარფინალურ და ფინალურ თამაშებს საქართველოს კლუბი “რა? სად? როდის?” უძღვება.