www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728 

2018-02-14
საჯიჯაოში ნაპირდამცავი გაბიონის მშენებლობა დასრულდა
ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჯაპიშაქარში გაბიონის მშენებლობა დასრულდა. 
ინფრასტრუქტურული  პროექტი, რომლის ღირებულებაც 73100 ლარია, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, შპს „გალაქტიკამ“ განახორციელა.
პროექტის შესაბამისად 150 მეტრ მანძილზე აშენდა ნაპირდამცავი გაბიონი და . სამუშაოზე დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა.
სტიქიის დროს დაზიანებული ობიექტების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხით საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში (გაღმა საჯიჯაო) დაზიანებული ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ხოლო მეორე ხიდის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.
საქართველოს მთავრობამ, 2017 წლის 24 ივლისის, N1543 განკარგულებით, ხობის მუნიციპალიტეტში წყალდიდობის დროს დაზიანებული ობიექტების  (გზები, ხიდები, ხიდ-ბოგირები და ნაპირდამცავი ჯებირები) აღსადგენად მილიონ ნახევარი ლარი გამოყო.