www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728 

2018-02-02
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა

12 თებერვალს, 14 საათზე, ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართება შპს „ფაზის ოილის“ „ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის და ექსპლუატაციის“ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა.

დაგეგმილი საქმიანობის  დასახელება: ნავთობგადამამუშავებელი წარმოება (დღე-ღამეში 500 ტონაზე მეტი)

 დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი:  შპს „ფაზის ოილი“

დაგეგმილი საქმიანობის  განხორციელების ადგილი: ხობის მუნიციპალიტეტის  ყულევის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია

დაგეგმილი საქმიანობის  საჯარო განხილვის დრო და ადგილი:

2018 წელი, 12 თებერვალი, 14:00 საათი, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა, მისამართი: ქ. ხობი, ცოტნე დადიანის ქ. №189;

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და კომენტარები შეგიძლიათ მიაწოდოთ შპს  „ფაზის ოილის“ ადმინისტრაციას არაუგვიანეს 2018 წლის 5 თებერვლისა, მისამართზე: ქ. თბილისი, ქიაჩელის ქ. №2, საკონტაქტო პირები: გია შავდია, ტელ: (+995) 577 76-70-78, ელ ფოსტა: giashavdia@phasisoil.com, ირაკლი კივილაძე, ტელ: (+995) 599 97-97-48, ელ.ფოსტა: ikaviladze@eco-spectri.ge

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის წინასწარი ვერსია და შესაბამისი დეტალური ინფორმაცია დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართებზე:

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტი, ქ. თბილისი, გულუას ქ. N6; ტელ.: +995 (32) 272-72-60;

 ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა, ქ. ხობი, ცოტნე დადიანის ქ. №189.

იხილეთ ლინკი: http://www.moe.gov.ge