www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

2015-06-30
მზადება ელექტრონულ საქმისწარმოებაზე გადასასვლელად
მიმდინარე წლის 15 ივნისიდან სამი კვირის განმავლობაში, ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარეობს ტრენინგები ელექტრონულ საქმისწარმოებაზე გადასვლის მიზნით საკრებულოს და გამგეობის მოსამსახურეთა გადასამზადებლად.
პირველი ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის IT მიმართულების სამსახურის ასისტენტის თამარ ჩობაჩიძის მიერ, გამგეობის და საკრებულოს 40 მოსამსახურეს ჩაუტარდა ტრენინგი კომპიუტერულ უნარებში, ხოლო 29 ივნისიდან ერთი კვირის განმავლობაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კანცელარიის უფროსი თამარ შაშიაშვილი გამგეობის და საკრებულოს აპარატის 20 მოსამსახურეს უტარებს ტრენინგს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (დეს) შესასწავლად.
პროექტი ხორციელდება სსიპ -  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში, რომელშიც ხობის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთ საპილოტე მუნიციპალიტეტად არის შერჩეული.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და კოორდინაციით, ელექტრონულ მმართველობასა და ელექტრონულ საქმისწარმოებაზე გადასასვლელად ხობის მუნიციპალიტეტი 2013 წლიდან ემზადება, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში განხორციელდა პირველი სართულის სრული რეკონსტრუქცია და მოქალაქეთა მისაღებისა და საკრებულოს და გამგეობის არქივების და დამხმარე ოთახების მოწყობა. შენობაში მოეწყო თანამედროვე ქსელური ინფრასტრუქტურა - ციფრული საკომუნიკაციო და უსაფრთხოების სისტემა, გამგეობის სამსახურები და საკრებულო სრულად აღიჭურვა სათანადო კომპიუტერული ტექნიკით, მათ შორის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხრიდან მუნიციპალიტეტს 15 ერთეული კომპიუტერი გადმოეცა. პარალელურად მიმდინარეობს შესაბამისი ნორმატიული მარეგულირებელი ნორმების შემუშავება.
ტრენინგების დასრულების შემდგომ ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ელექტრონული საქმისწარმოების სატესტო რეჟიმში გადავლენ, ხოლო  პროექტის ამოქმედების დღიდან მოქალაქეები ოპერატიულად, მარტივად  და ეფექტურად მიიღებენ სათანადო მომსახურებას მოქალაქეთა მისაღებში, კანცელარიის ოპერატორებისგან.