www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

2015-06-26
სასკოლო თეატრალური ფესტივალი სპექტაკლების ჩვენებით დაიხურა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით, სასკოლო თეატრალური ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით სპექტაკლები დადგეს. კომისიამ სამი გამარჯვებული სპექტაკლი გამოავლინა, რომელთა ჩვენებაც დღეს, მარჯანიშვილის თეატრში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ღონისძიების დასასრულს გამარჯვებული სკოლები დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზებითა და სიგელებით. საპრიზო თანხა შემდეგნაირად გადანაწილდა:
 
ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა - I ადგილი (3 000 ლარი);
სსიპ - ქალაქ  ხობის N1 საჯარო სკოლა - II ადგილი (2 000 ლარი);
სსიპ - ქალაქ ბორჯომის N1 საჯარო სკოლა - III ადგილი (1 000 ლარი);
სსიპ - ქალაქ ფოთის N4 საჯარო სკოლა - ჟიურის ნომინაცია (500 ლარი).
გარდა საპრიზო ადგილებისა, ჟიურიმ 10 სპექტაკლი გამოავლინა, რომელთა წარმომდგენმა სკოლებმა ასევე წამახალისებელი სიგელები მიიღეს. სკოლებს სიგელები საქართველოს განათლებისა და მეციერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა გადასცა. სამინისტროს გადაწყვეტილებით ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ ბაქსვუდის საზაფხულო სკოლის სამკვირიანი მოსაწვევით. კულტურის სამინისტრომ კი ფავორიტ, მეორე ადგილოსან სკოლას, 2 000 ლარი და ვაჟა ფშაველას ფრანგულენოვანი და ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოები გადასცა.
2015-06-26
საჯარო კონკურსის საბოლოო შედეგები
ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის 2015 წლის 24 ივნისის სხდომაზე შეჯამდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამგეობის საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული საჯარო კონკურსის შედეგები.
კონკურსების მესამე ეტაპში, 12 ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად მონაწილე 14 კანდიდატის 18 განაცხადიდან დაკმაყოფილდა 11 განაცხადი. შესაბამისად, კომისიის მიერ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენილია 11 კანდიდატი. გასაუბრების ეტაპზე კანდიდატთა გამოუცხადებლობის გამო კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა 1 ვაკანტურ თანამდებობაზე.
ინფორმაცია საჯარო კონკურსების საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით იხილეთ ვებგვერდზე, „კონკურსის“ ბლოკში, შემდეგ მისამართზე:
http://www.khobi.ge/index.php?location=tree_elements&id=1752&slave=1748&lang=