www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

2015-06-11
სეტყვა ხობის მუნიციპალიტეტში
10 ივნისს  ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს  და ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულების რამდენიმე  უბანში  ზაფხულისთვის უჩვეულო  ბუნებრივი მოვლენა სეტყვა დაფიქსირდა. სეტყვამ დააზიანა საცხოვრებელი სახლის სახურავები, ფანჯრის მინები, ნარგავები.     ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ საგანგებო თათბირი ჩაატარა. გამგეობაში მუშაობს ზარალის დამდგენი კომისია, რომლის წევრებმაც მიიღეს  შესაბამისი დავალებები.  კომისია გაიყო ორ ჯგუფად,  რამოდენიმე დღის უკან  ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა ხობის  მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა  სოფელი დააზარალა.  ძირითადად ქარმა მოსახლეობის თხილნარი გაანადგურა. ზარალის დამთვლელი კომისიის მეორე ჯგუფი მუნიციპალიტეტში შექმნილ ვითარებას შეისწავლის.
   გამგებელი  მოგვიანებით ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებსაც შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აგროდაზღვევაზე.  მოსახლეობას შეუძლია დააზღვიოს მარცვლეული, პარკოსანი, კაკლოვანი, ბაღჩეული კულტურები და ციტრუსი. სამეურნეო კულტურის  დაზღვევის  60%-ს  სახელმწიფო აანაზღაურებს დანარჩენი 40% დაიფარება  დამზღვევის თანამონაწილეობით.  შეხვედრას გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.