www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

2015-06-08
პროექტი „ცოცხალი წიგნები“ ხობში (video)
8 ივნისს, ქ. ხობის კულტურის სახლის ფოიეში   „ცოცხალი წიგნების“  პროექტის  ფარგლებში  თანამედროვე ქართველ პოეტებთან და მწერლებთან  გამგეობის  კულტურის, განათლების, სპორტის ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა  შეხვედრა.  პროექტის ფარგლებში  მოეწყო პოეზიის საღამო  და  დამსწრე საზოგადოებასთან მათთვის საინტერესო თემებზე   დისკუსიები  გაიმართა.  ჯგუფის წევრებმა საბას  პრემიის ლაურიატებმა ბათუ დანელიამ, ლია ლიქოკელმა, დიანა ანფიმიადიმ,  აგრეთვე მარიამ წიკლაურმა,  ნატო დავითაშვილმა, თეა თოფურიამ, გელა ჩქვანავამ  საკუთარი ლექსები, პროზაული და ლიტერატურული ნაწარმოებები წაიკითხეს. 
    „ცოცხალი წიგნები“  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტია და საქართველოს  რეგიონების სოფლებისა  და  ქალაქების საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში თანამედროვე მწერლების სტუმრობას და მკითხველებთან შეხვედრას გულისხმობს. 
     შემოქმედებითი საღამოს დასასრულს სტუმრებმა ხობის თედო სახოკიას ცენტრალურ ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს.